1 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შსს-ს მტკიცებით, წუხელ, საკრებულოში აღმოჩენილი ტექნიკა არა სიგნალის ჩამხშობი, არამედ გამაძლიერებელი იყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დასრულების შემდეგ, თბილისის საკრებულოს შენობაში აღმოჩენილ ტექნიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

უწყების მტკიცებით, აღმოჩენილი ტექნიკური საშუალება მოძრავი რეპიტარია, რომელიც რადიოსიგნალის მექანიზმს და ფიჭურ მობილურ კავშირს “აძლიერებს”.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს.

ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, საკრებულოს შენობაში ტექნიკა გუშინ აქტივისტებმა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა იპოვეს. აქციის მიმდინარეობისას “მთავარი არხის” აპარატურას სიგნალის გადაცემა უჭირდა, რაც სავარაუდოდ, სწორედ, საკრებულოში მოთავსებულ აპარატურას უკავშირდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები