1 0 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"რა თქმა უნდა, არ არის ძველებურად" - გიული ალასანია სააკაშვილს შეხვდა

გიული ალასანიამ ცოტა ხნის წინ დატოვა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება.გიული ალასანია ამბობს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა კვლევების ჩატარება, ზოგადი მდგომარეობა კი დედის შეფასებით დამაკმაყოფილებელია, თუმცა - რა თქმა უნდა, არ არის ძველებურად - ამბობს გიული ალასანია.

შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით კი როგორც გიული ალასანია ამბობს, საუბარი წამოიწყო, თუმცა შვილისგან უარი მიიღო - "ვიცოდი აზრი რომ მაგაზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა, მეც წამოვიწყე ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ არ იყო მიღებული ეს თემა და შევცვალე თემა" - თქვა გიული ალასანიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

კითხვაზე უჭირს თუ არა გადაადგილება მესამე პრეზიდენტს გიული ალასანიას თქმით, ის ოთახი, სადაც შვილს შეხვდა, ამის დასკვნის საშუალებას არ იძლევა. 

მიხეილ სააკაშვილი დღეს პირველად შეხვდა შვილებსაც:

"ერთ შვილს ელაპარაკა, მეორე შვილს ელაპარაკა, შესაბამისად იმ საკითხებზე რომელიც იმათ ეხებოდათ. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა უბრალოდ ჩვენ გაგვიხარდა, პირველი შეხვედრა იყო ჩვენთვის" - თქვა გიული ალასანიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები