2 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეხვედრა ეუთოს წარმომადგენლებთან ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი სიორიძე, გიორგი შარაბიძე და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს მარკ ფუმაგალს და კომისრის საქართველოს ოფისის კოორდინატორ ნინო გოგოლაძეს შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითადი თემა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა იყო.

გიორგი სიორიძემ ისაუბრა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მაჟორიტარულ ოლქებში შექმნილი საარჩევნო უბნების რაოდენობისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დეტალურად ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები