მსოფლიო
ექიმის ინფორმაციით, „მთავარის“ ოპერატორს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის მარცხენა ბარძაყის მოტეხილობა აქვს
2021-09-16 10:06:36
ჩამოტვირთვა
ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი, რომელიც ქარელში, „ქართული ოცნების“ შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა, თბილისში, „ნიუ-ჰოსპიტალის“ კლინიკაში იმყოფება.
„26 წლის მამაკაცია შემოყვანილია, სხეულის მრავლობითი დაზიანებით. პაციენტი შემოყვანისას არის კონტაქტური, ადეკვატური. აღენიშნება ექსკორეაციები, ტკივილი, მენჯ-ბარძაყის კვლევით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზე არის საეჭვო რენდგენოლოგიური სურათი, რის გამოც პაციენტი გადაყვანილია დამატებით რენდგენოლოგიურ კვლევებზე. ასევე ჩატარდება გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა“, - განაცხადა ექიმმა.
აღსანიშნავია, რომ მომხდარზე გუშინვე დაიკითხა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია. ადვოკატის ინფორმაციით, ბექა ყორშიამ გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, გამოძიება კი არასათანადო კვალიფიკაციით არის დაწყებული.
„პოლიციელებს აინტერესებთ, რა მოხდა და როგორ მოხდა ლევან აბლოთიას გადმოგდება, რის შესახებაც ბექა ყორშიამ მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. არასათანადო კვალიფიკაციით არის გამოძიება დაწყებული. არც მომავალში მაქვს ოპტიმისტური იმედი ამ გამოძიებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
კომენტარები