0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

25 წლის ბიჭის ფოტოები, რომელიც გამთენიისას დანით მოკლეს

ეს 25 წლის ვიტალი აფაროვის ფოტოებია, რომელიც დიუმას ქუჩაზე  ცივი იარაღით დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.  

რა გახდა თბილისში საზარელი მკვლელობის მიზეზი უცნობია. ერთ- ერთ ვერსიად ანტისემიტიზმი სახელდება. 

არსებული ინფორმაციით ინციდენტი თავისუფლების მოედანზე  მდებარე ერთ-ერთ ბარში დაიწყო და დიუმას ქუჩაზე გაგრძელდა. ვიტალი საფაროვს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, მათშორის სახის არეშიც. ჩხუბის მონაწილეებმა დაჭრილი მიატოვეს და გაიქცნენ. ის ადგილობრივებმა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს. 

სავარაუდოდ, მკვლელი იქვე მდებარე ობიექტების სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

ჩხუბის დროს კიდევ ერთი პირი დაიჭრა, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.

„სასიკვდილოდ იყო დაჭრილი ჩვენი თანამშრომელი და ჩემი მეგობარი. ის იმყოფებოდა თავის მეგობართან ერთად. ისიც არის დაჭრილი რამდენადაც ჩვენ ვიცით და იმყოფება ერთ-ერთ საავადმყოფოში. ეს შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სავარაუდოდ 05:00-დან 06:00 საათამდე და მშობლებმა და ნათესავებმა შუადღისით შეიტყვეს ეს ინფორმაცია. ამ წუთამდე არ აქვთ საშუალება, რომ მოახდინონ იდენტიფიცირება. ერთადერთი რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის სწრაფი ეფექტური გამოძიება,“-განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა აგიტ მირზოევმა. 

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები