2 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით, „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ ახალი კორპუსი ამოქმედდა

თიბისის მხარდაჭერით, „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ ახალი კორპუსი ამოქმედდა.

 

პროექტის ჯამური ინვესტიცია 15 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 12,5 მილიონ ლარზე მეტია. აღნიშნული თანხიდან 10 მილიონი ლარი სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ მიერაა დაფინანსებული.

 

ამასთანავე, თიბისის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“  პარტნიორი გახდა. შედეგად, „პინეოს“ საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსი მიენიჭა.

„პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ მე-4 დონის რეფერალური კლინიკა და მე-3 დონის პრენიტალური ცენტრია, რომელიც პაციენტებს ერთ სივრცეში სთავაზობს სხვადასხვა მიმართულების მომსახურებას. ეკოსისტემის ორივე კლინიკურ კორპუსში, ერთდროულად 250-ზე მეტ პაციენტს აქვს სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიღების შესაძლებლობა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კომპეტენტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული მრავალპროფილური ჰოსპიტალი, 600 თანამშრომელთან ერთად, პაციენტებს შემდეგ მომსახურებებს სთავაზობს: გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მეანობა და გინეკოლოგია, ნეონატოლოგია, თერაპია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ზოგადი ქირურგია, უროლოგია, ონკოლოგია, ნეიროქირურგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია, კლინიკა-ლაბორატორიული და გამოსახულებითი ყველა სახის დიაგნოსტიკა. აღნიშნულ მიმართულებებს უახლოეს მომავალში რეპროდუქტოლოგიური პროფილიც დაემატება. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატებით. კლინიკაში შესაძლებელია სხვადასხვა ორგანოს ბიოფსია და მაღალტექნოლოგიური კვლევები.

ჯანდაცვის მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 45%-ია, მიმდინარე პორტფელი კი 385 მილიონ ლარს შეადგენს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები