2 1 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოქალაქეები Pfizer-ით ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ - ვებგვერდი არ მუშაობს

 

მოქალაქეები Pfizer-ით ვაქცინაზე დარეგისტრირებას და სარეგისტრაციო ნომრის მიღებას ვერ ახერხებენ - ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ვებ გვერდი შეფერხებით ან საერთოდ არ მუშაობს.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში Pfizer-ის 28 000 დოზა ჩამოვია. 7 კლინიკა, რომელიც პირველი ეტაპისთვის Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესში უნდა ჩაერთოს, იმუნიზაციის პროცესისთვის უკვე სრულიად მზად არის, ასევე გადამზადებულია დამატებითი კადრებიც.

რაც შეეხება 7 კლინიკიდან ერთ-ერთს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ის დღეიდან შეუფერხებელ, მუშაობის 7 დღიან რეჟიმზე გადადის.

აცრები Pfizer-ით 16 ივლისიდან უნდა დაიწყოს.  

https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები