0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით სურამში 3 კოტეჯისგან შემდგარი კომპლექსი  შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 150,000 ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით ხორციელდება.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, მოვიზიდეთ საჭირო ფინანსური რესურსი, რათა დაგვეწყო კოტეჯების მშენებლობა. ამ ეტაპზე  მშენებლობის პროცესშია 2 კოტეჯი, რომელიც 12 სტუმარს დაიტევს. კოტეჯების მშენებლობის დასრულების შემდეგ, აუზის დამატებას ვგეგმავთ“, - აცხადებს ბიზნესის ხელმძღვანელი, შორენა ბარბაქაძე.

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. განსაკუთრებით კი რეგიონში ოპერირებადი ბიზნესების. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ კიდევ ერთი ქართული სასტუმროს პროექტს. სურამში მშენებარე სასტუმრო არაერთ ადგილობრივს დაასაქმებს და საკუთარ წვლილს შეიტანს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. ჩვენ ვაგრძელებთ ტურიზმის სექტორის წახალისებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...