0 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბრიტანეთის სამეფოს რამდენიმე მკაცრი და საინტერესო წესი

   ბევრ ადამიანს უოცნებია, რომ სამეფო ოჯახის წევრად დაბადებულიყო. მთელი მსოფლიოს გოგონებს ალბათ შურთ ქეით  მიდლტონის და მეგან მარკლის, რადგან  ისინი ნამდვილ პრინცს შეხვდნენ.. 

  სინამდვილეში კი სამეფო ოჯახში ცხოვრება  მათ ბევრ შეზღუდვებს უწესებს.ოჯახის თითოეულ  წევრს ეტიკეტის თავისი წესები აქვს, რომელთა შესრულებაც იოლი ნამდვილად არ უნდა იყო.

    მაშ ასე, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო წესს, რომელთა შესახებ თქვენ  ნამდვილად არ გეცოდინებათ

   როდესაც დედოფალი იღვიძებს და ლოგინიდან დგება,  მასთან ერთად ვალდებულია ყველა ადგეს..თუმცა,  ეს ყველაფერი არ არის - სანამ მისი უდიდებულესობა  არ დაჯდება, მანამდე დაჯდომას ვერავინ გაბედავს

 როდესაც დედოფალი ჭამას დაასრულებს , ამის შემდეგ საკვებს ვერარავინ გაეკარება

 რაც შეეხება ჩაცმულობას, სამეფო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ ბეწვიანი სამოსის ტარება

 საჯარო სივრცეში სამეფო ოჯახის წევრებს ხელები დაშვებული და ერთმანეთზე ჩაჭიდებული უნდა ჰქონდეთ

 სამეფო თაიგული აუცილებლად მირტის ყვავილებისგან უნდა იყოს - ყველა სამეფო პატარძალი თავის ქორწილში სწორედ მირტის თაიგულს ატარებდა..

  მამა შვილს არ აქვთ ერთად მოგზაურობის უფლება - მას შემდეგ რაც პრინცი ჯორჯი 12 წლის გახდება, უილიამსა და მას ერთად მოგზაურობის უფლება აღარ ექნებათ.

  სამეფო ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება დაარიგონ ავტოგრაფები და გადაიღონ სელფები თაყვანისმცემლებთან.

 ქალმა ყოველთვის უნდა ატაროს ქუდი ფორმალურ შეხვედრებზე.

  ბუკინგემის სასახლეში ნიორი აკრძალულია - ამბობენ, რომ დედოფალს სძულს ნიორი. ასე რომ, ამ ინგრედიენტისთვის სამეფო სასახლეში ადგილი არ არის.


                                                                                             თარგმნა: სუზი მკრტიჩიანმა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები