1 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსკოვი-ბანგკოკის ავიარეისზე 25 მგზავრი დაშავდა

   ავიაკომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავზე, რომელიც მოსკოვიდან ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მიფრინავდა, 25 ადამიანი დაშავდა.თვითმფრინავი ბანგკოკში დაშვებამდე, ტურბულენტურ ზონაში მოხვდა. ამ დროს, მგზავრთა დიდ ნაწილს ღვედი არ ეკეთა  და სწორედ ეს ადამიანები დაშავდნენ.
  აღნიშნულმა დიდი პანიკა გამოიწვია მგზავრებს შორის. დედებს პირდაპირ ხელიდან გაუცვივდათ ბავშვები. სამგზავრო ჩანთები, საკვები და სასმელი კი  კაბინაში მიმოიფანტა.

  დაშავებულების უმეტესობას ხერხემლის დაზიანება და მოტეხილობა აღენიშნება. შემზარავ კადრებში  კარგად ჩანს  აღნიშნული ფაქტი..

  აი რას წერს ერთ-ერთი მგზავრი, ევგენია ზიბროვა შემზარავ კატასტროფაზე:  ‘’ბევრ ადამიანს ცხვირი გაუტყდა, ზოგიერთმა კი ხერხემლის დაზიანება მიიღო. ბავშვებს მთელ სხეულზე აღენიშნებოდათ ჩალურჯებები.  უამრავმა ადამიანმა გონება დაკარგა. მადლობა ღმერთს ჩვენ კვლავ ცოცხლები ვართ. დაეხმარეთ დაზარალებულებს.“

 ბოლო ინფორმაციით , ჰოსპიტალიზაცია 19 მგზავრს დასჭირდა. ზოგიერთს ოპერაცია ჩაუტარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები