1 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამაკაცმა facebook-ის live-ში საკუთარი შვილი მოკლა

  მამაკაცმა ფეისბუქის ლაივის ჩაწერის დროს საკუთარი შვილი, 11 თვის გოგონა მოკლა. შოკისმომგვრელი ინციდენტი ტაილანდში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცს დაძაბულობა და მუდმივი კამათი ჰქონდა ცოლთან. მკვლელობამდეც ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება.

მამაკაცის ფეისბუქის გვერდზე უამრავმა ტაილანდელმა გამოთქვა შეშფოთება მკვლელობის გამო. ამბავმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ხალხის ნაწილი მოითხოვდა, რომ ინციდენტის ამსახველი ვიდეო არ გაეზიარებინათ ფეისბუქში და ამ გზით არ გაევრცელებინათ.. ამის მიუხედავად, შემზარავი ვიდეო 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო სოციალურ ქსელში.ტაილანდის ხელისუფლება კი პასუხისმგებლობას ფეისბუქს აკისრებს. პოლიცია აცხადებს, რომ ამის შემდეგ ისინი შეებრძოლებიან შეუსაბამო ონლაინ კონტენტს იმ სიციალურ მედიაში, როგორებიცაა facebook-ი, youtube-ი, instagram-ი და სწრაფადვე მოახდენენ რეგირებას.

 საშინელი შემთხვევის შემდეგ ხელისუფლებამ ასევე განცხადებით  მიმართა ადგილობრივ ინტერნეტკომპანიებს და მოუწოდა, რომ მალევე დაებლოკათ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი კონტენტები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები