1 4 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცხოვრება წყლის გარეშე - სუდანში სასმელი წყალი ნილოსიდან გადააქვთ

   ასეულობით სამხრეთ სუდანელმა ლტოლვილმა თავი დააღწია ძალადობასა და შიმშილობას სამშობლოში. 50, 000 ადამიანი ახლა უკვე სამხრეთ უგანდაში, ბანაკში ცხოვრობს. იქ მთელ სიგრძეზე განფენილია ქოხები და კარვები. ეს ადგილი ქალაქ არუასთანაა ახლოს.

ცხოვრება ბანაკში  რთულია, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ მთავარი გამოწვევა წყალია. რამდენიმე წყარო, რომელიც ამ არეალშია, სრულიად დაშრა.

წითელი ჯვარის საერთაშორისო ფედერაციამ, მათ დასახმარებლად მოიფიქრა, რომ წყალი მდინარე ნილოსიდან გადაეტანათ, რომელიც, ამავე დროს, ძალიან გემრიელია. წყლით მომარაგებისთვის ბანაკთან ახლოს გაკეთდა ავზები. ასობით პატარა ავზში დღეში ორჯერ ან სამჯერ გროვდება წყალი. მილსადენებისა და ტუმბოების სისტემით კი წყალი მდინარიდან ავზებში მოედინება.

გეგმა, რომელიც ითვალისწინებს წყლით მომარაგებას ერთ თვეზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ახლა გეგმის განხორციელებაში ჩართულია 40-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფი.

მოხალისე აგაბა დერიკს ევლაება მუდმივად ჩაუტაროს მონიტორინგი მდინარის წყალს. წყალს ამატებენ ქლორსაც, რომელიც კლავს დარჩენილ ბაქტერიებს.

ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს:"აქ ცხოვრება რთულია, მაგრამ, თუ წყალი გვექნება, ჩვენ ვიცხოვრებთ. წყალი ცხორებაა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები