1 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კაცმა ცოლი აცრის გამო სასტიკად სცემა და კბილები ჩაულეწა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქმრის მიერ ვაქცინაციის გამო ცოლის სასტიკად ცემის ფაქტის შესახებ წერს:

“თითქოს კი აღარაფერი მიკვირს, მაგრამ დღეს კაცმა ცოლი აცრისთვის ისე სცემა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით კბილები ჩაულეწა. ქალი ისეთი შეშინებული იყო, ძლივს დავარწმუნეთ, რომ პოლიციისთვის ეთქვა. ის ველური ანტივაქსერა კაცი კი ჩააყუდეს, მაგრამ მსხვერპლი ძალიან დაშინებულია. იმედია, გირაოთი არ გამოუშვებენ მოძალადეს, ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად იქცევიან მოსამართლეები და სულ გირაოთი ათავისუფლებენ ოჯახში და ქალზე მოძალადეებს” – წერს პატარაია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები