2 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის საჰაერო ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით არ ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას - ანტიკორუფციული მოძრაობა

საქართველოს მთავრობა, რუსეთისთვის საჰაერო ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით არ ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას, რასთან დაკავშირებითაცდღეს ანტიკორუფციულმა მოძრაობამ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობას.   

როგორც ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე აცხადებს:                            შპს „საქაერონავიგაცია“ ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის EUROCONTROL-ის წევრია. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია საჰაერო სივრცის რეგიონალურ დონეზე კონტროლია. აღნიშნულ ფუნქციას, ერთიანი ევროპული ცის რეგულაციის ფარგლებში, EUROCONTROL-ი ასრულებს ევროკავშირის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად. 

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, 27 თებერვალს ევროკავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დაიხურა. სამწუხაროდ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას არ გამოეხმაურა საქართველო და არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად ამჟამად საქართველოს საჰაერო სივრცე ღიაა რუსეთის, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ავიაციისთვის. 

ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა: „არსებული კონფლიქტის ფონზე, რათა საქართველო არ აღმოჩნდეს რუსეთის აგრესიის უნებლიე ხელშემწყობი, მოვთხოვოთ, რომ საქართველომ შეასრულოს EUROCONTROL-თან აღებული ვალდებულება და საჰაერო სივრცე ჩაკეტოს რუსეთის ფედერაციის ავიაციისთვის.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები