1 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შეშფოთება გამოვთქვით ინსპექტორის კანონპროექტის შესახებ – დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ოხანაშვილთან და სარჯველაძესთან შეხვედრის შემდეგაც შეშფოთებას გამოთქვამს.

ელჩის თქმით, კითხვები აქვს ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებასთან და უწყების თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ვაფასებთ კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შესაძლებლობას. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ მუხლზე, რომელიც სამსახურის ყველა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნას ითვალისწინებს. გვქონდა კითხვები ამ პროცესის დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობაზე. ამ საკითხებზე ვისაუბრეთ შეხვედრაზე, მათ გვიპასუხეს შეკითხვაზე და ვფიქრობ, ჩაინიშნეს ჩვენი შენიშვნები”,– ამბობს დეგნანი.

მისივე განცხადებით, კომიტეტების თავმჯდომარეებთან ასევე ისაუბრა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებაზეც და შეშფოთება გამოთქვა პროცესის ნაჩქარევად წარმართვის გამო.

ის მოუწოდებს პარლამენტს, პროცესი იყოს უფრო ფართო და ინკლუზიური, სადაც ჩართული იქნება სხვადასხვა ექსპერტი და დაინტერესებული მხარე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები