2 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მსხვერპლს უჩნდება სიმპათია აგრესორის მიმართ" - 7 არაერთგვაროვანი და იშვიათი ფსიქიატრიული სინდრომი

გერმანიაში მოღვაწე  ექიმი, ილიას ტერსენიდისი არაერთგვაროვანი და იშვიათი ფსიქიატრიული სინდრომის შესახებ გვიყვება:

1. სტოქჰოლმის სინდრომი - სახელწოდება უკავშირდება რეალურ ფაქტს, რომელიც 1973 წელს ქ. სტოქჰოლმში მოხდა. ბანკის ძარცვის დროს ბოროტმოქმედსა და მძევალს შორის პოზიტიური ემოციური ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში მსხვერპლმა დამნაშავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარიც კი განაცხადა. აღნიშნული სინდრომის დროს მსხვერპლს უჩნდება სიმპათია აგრესორის მიმართ. სტოქჰოლმის სინდრომი გვხვდება არამარტო ბანკის მძევლებში, არამედ რიგით ოჯახებშიც, რომლებშიც აღინიშნება ძალადობის ფაქტები როგორც წესი ძირითადად მამაკაცების მხრიდან. ქალბატონების გარკვეულ ნაწილში კი ეს ფაქტი პროტესტსაც კი არ იწვევს. ხშირად რათქმაუბდა მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი შიშია, თუმცა არც თუ ისე იშვიათად მსხვერპლი ძალადობის ფაქტს პროტესტის გარეშეც იღებს, სადღაც ალბათ მიესალმება კიდეც.


2. ლიმას სინდრომი - ეს გახლავთ სტოქჰოლმის სინდრომის შებრუნებითი ვერსია, როდესაც პირიქით მოძალადეს უჩნდება სიმპათია მსხვერპლის მიმართ. აღნიშნული სახელი უკავშირდება ფაქტს რომელიც მოხდა ლიმაში (პერუ), სადაც ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ იაპონიის საელჩოს და მძევლად აიყვანეს 483 ადამიანი. ყველა მათგანი უკლებლივ გათავისუფლებული იქნა თვითონ გამტაცებლებისვე მიერ.


3. იერუსალიმის სინდრომი - წარმოადგენს განდიდების მანიის ერთ-ერთ ფორმას. ემართებათ ადამიანების გარკვეულ ნაწილს რომლებიც სტუმრობენ იერუსალიმს. ისინი გრძნობენ ღვთაებრივ ძალას და სწამთ რომ შეიძინეს წინასწარმეტყველური უნარი. ძირითადად აღინიშნება დამთვალიერებელთა მორწმუნე კატეგორიაში. სიმპტომები რჩება დღეების განმავლობაში იერუსალიმის დატოვების შემდეგაც კი.


4. უცხო ხელის სინდრომი - აღნიშნული სინდრომი ძირითადად ვითარდება თავის ტვინის კონკრეტული უბნის Corpus Callosum ( კორძიანი სხეული) -ის დაზიანების შემთხვევაში. ის ერთმანეთთან აკავშირებს თავის ტვინის ორ ჰემისფეროს. პაციენტებს აქვთ განცდა რომ ხელი მათ სხეულს არ ეკუთვნის და ის გარე ძალისმიერ იმართება.
არსებობს თეორია რის მიხედვითაც არსებული სინდრომი ასევე გვხვდება მასტურბაციის მოყვარულ პირებში, ძირითადად მოზარდებში.


5. კოტარდის ანუ იგივე "მოსიარულე გვამის" სინდრომი. ადამიანებს სწამთ, რომ ისინი ცოცხლები აღარ არიან, რომ მათი სხეული იხრწნება, ღვრიან სისხლს, კარგავენ ორგანოებს. აღნიშნული სინდრომი ძირითადად გვხვდება შიზოფრენიით და/ან ღრმა დეპრესიით დავადებულ პირებში.


6. დიოგენეს სინდრომი - ყველას გვსმენია ცნობილი ფილოსოფოსის დიოგენეს შესახებ, რომელსაც თვით ალექსანდრე მაკედონელმა შესთავაზა მთავარი მრჩევლის ადგილი. მის მთელ ქონებას ერთი გაბზარული კასრი წარმოადგენდა, რომელშიც იგი თავს აფარაბედა წვიმასა და ავდარში. დიოგენე იყო ცინიკური და მინიმალისტური პიროვნება. მას არაფრად მიაჩნდა სიმდიდრე და ქონება, ამიტომაც მთელი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. 

აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანები არიან სოციალურად იზოლირებულები და აპათიურები. ძირითადად გვხვდება ხანდაზმულ პირებში და დემენციით მიმდინარე პათოლოგიებში.


7. პარიზის სინდრომი - ემართებათ ძირითადად იაპონელებს, როდესაც ისინი საფრანგეთის დედაქალაქს სტუმრობენ. პათოლოგია გამოიხატება შიშით, შფოთვით, ემოციური აშლილობით, დერეალიზაციის შეგრძნებითა და ჰალუცინაციებით. მეცნიერების აზრით ამის მიზეზი აღნიშნულ პირებში არსებული რადიკალური კულტურული განსხვავებებია.


წყარო:
სამეცნიერო ჟურნალი Nervenheilkunde.
Berger-ის Psyvhiatrische und psychotherapeutische Erkrankuneg
სამეცნიერო ჟურნალი Gesundheit

კომენტარები

მსგავსი სიახლეები