2 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რას ყვება 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული სასამართო დარბაზში

ბრალდებულ რობერტ ახალაიას განცხადებით, მას თავიდან არ ჰქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება, თუმცა ფოთში ჩასვლის შემდეგ გადაწყვიტა, პოლიციაში მისულიყო. 

როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, ის ფოთში ზღვაზე იმყოფებოდა, როდესაც მასთან მივიდნენ სამართალდამცველები და განუცხადეს, რომ პოლიციაში იბარებდნენ.

"თავიდან, სანამ დავფიქრდებოდი ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებაზე, არ მქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება. თუმცა, როდესაც გავიაზრე ყველაფერი, გადავწყვიტე გამოვცხადებულიყავი. ფოთში ვიყავი ზღვაზე, როდესაც მოვიდნენ სამართალდამცველები და მითხრეს, რომ პოლიციაში ვიყავი დაბარებული. მე მათ ჩემი ნებით წავყევი", - განაცხადა რობერტ ახალაიამ.მისივე თქმით, პოლიციას თავად აჩვენა, სად ჰქონდა დამალული დანაშაულის იარაღი. "თუ მიმალვა მინდოდა და მქონდა სურვილი არ მეთანამშრომლა გამოძიებასთან, არ ვაჩვენებდი, სად იყი დანა და გადავაგდებდი ზღვაში", - განაცხადა ახალაიამ.
interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები