2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ცემენტმზიდის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა

გლდანში, ახმეტელის მეტროსთან, ცემენტმზიდის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქად არის დაშავებული 3 ადამიანი.

შემთხვევის შედეგად დაზიანდა 5 მანქანა. როგორც ცნობილია, ცემენტმზიდი მანქანის მძღოლი  ავტომობილთან ერთად ტერიტორიიდან მიიმალა.

ერთ-ერთი დასავებული უკვე გადაყვანილია კლინიკა ლანცეტში. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები