2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

გურიაში 13 წლის დედა ახალშობილის მკვლელობას ცდილობდა

 ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებში ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 13 წლის არის, 16 დღის ახალშობილის მკვლელობა პირუტყვის საბმულში სცადა, თუმცა მას ამის საშუალება ოჯახის უფროსმა დიასახლისმა მ. ს._მა არ მისცა, 2004 წელს დაბადებულმა თ .კ. რომელმაც საკუთარი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში ცხოვრობს, და იგი სოფელ სურებში გ_მ_ ების რძალია, შეგახსენებთ: სოფელ სურებში შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის   მეზობლები ახალგაზრდა ქალის გონებრივ აშლილობაზე მიუთითებენ, სოფელში ამბობენ რომ გოგონამ 8 თვის მუცლადყოფნის დროს თვითმკვლელობაც სცადა თუმცა იგი მეზობლებმა გადაარჩინეს.

მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი ინფორმცია არ ვრცელდება, ამდროისთვის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მასზე პასუხისმგებლობა ოჯახის უფროსმა და მისმა ქალიშვილმა აიღეს.

ბავშვის დედა კი რომელსაც ფსიქიკური აშლილობა აწუხებს, დღესვე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ცნობისთვის: ახალგაზრდა დედა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ადრეც იმყოფებოდა.

    სრული ვერსიის ნახვა geomediatv.ge

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები