1 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სალომე ბარკერი - და ესეთი "ლამაზი" ისტორიებით უნდა გავძლო კიდევ რამდენ ხანს?

სალომე ბარკერი თავისი გარდაცვილი დის შესახებ ყვება, სოციალურ ქსელში დადებულ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


ერთხელ ძალიან შეწუხებულმა დამირეკა, ერთი ცალი ეარპოდი დამეკარგაო და ნერვიულობდა, რომ მეორეც არაფერში აღარ გამოადგება. დავამშვიდე, ვიპოვით აუცილებლად არ იდარდო-მეთქი. გამოვკითხე რა მარშრუტი გაიარა, ბოლოს სად ნახა და ა.შ. სავარაუდო დაკარგვის ადგილი გამოიკვეთა - სადღაც სკვერში სეირნობისას. "ვნახე უკვე მანდ და არ იყოოო" ჯაჯღანებს. მერე ვუთხარი, აი, წარმოიდგინე, რომ ერთი ცალი ეარპოდი ხარ, სოფის ყურიდან ჩამოვარდი და დაახლოებით რამხელა მანძილზეც გაგორდებოდი, ეგ ადგილები კარგად მოჩხრიკე და იპოვი-მეთქი. დამცინა რა თქმა უნდა, "ეგრე როგორ ვიპოვიიი", და დამირეკა ათ წუთში ძალიან გახარებულმა, მიყვიროდა მართალი იყავიო, მართლა წარმოვიდგინე, გავყევი და ცოტა გვერდზე ეგდო ბალახებშიო. ისე უხაროდა ისე ძალიან, ახლაც ყურებში მესმის ეგ ჭყივილი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები