1 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ამაზე რეაგირება არ გვექნება, შესაბამისად, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში" - ილია დარჩიაშვილი

"ჩვენთვის გაუგებარი იყო და საფუძველსმოკლებული ის გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ უკრაინისგან, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებს არ იმსახურებენ, ჩვენ ტრადიციულად აქამდე გვქონდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება მოვისმენთ საქართველოს მისამართით და ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხის მისამართით. მომავალში გვექნება დრო ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს ტრადიციულად ვარჩევთ იმ პოზიციას რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, შესაბამისად, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში", - უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს",- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, როდესაც ისაუბრა უკრაინის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობენ. დარჩიაშვილის მტკიცებით, ისინი გააგრძელებენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები