2 3 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის

პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროექტის ფარგლებში 10,000-მდე აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია და დაინტერესდა საკუთარი კარიერის ტექნოლოგიებში ტრანსფორმაციითა თუ არსებული ცოდნისა და უნარების განვითარებით.

ამჟამად მიმდინარე რვა სასწავლო პროგრამაზე 350 მონაწილეა ჩართული. სასწავლო პროგრამები სრულად დაფინანსებულია, მათ საერთაშორისო გამოცდილებისა და განათლების მქონე ტექლიდები და წამყვანი დეველოპერები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიითა და რეალური სამუშაო გარემოს პრინციპის გამოყენებით უძღვებიან. კონკრეტული მიმართულებების სწავლებისთვის შექმნილია პრაქტიკული სამუშაო ლაბები, სადაც სტუდენტები რეალურ სამუშაო გარემოში არსებულ ამოცანებს ასრულებენ, რათა პროგრამის დასრულების შემდეგ მზად იყვნენ სამუშაო გარემოში ინტეგრაციისთვის.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიებში ქალებისა და რეგიონების გაძლიერებაა, მათი დასაქმების პოტენციალის ზრდის მიზნით. აღსანიშნავია, რომ პროექტის აქამდე არსებულ მონაწილეთა 40% ქალია, ხოლო მონაწილეების 35% საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა.

"TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’ პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა Training of Trainer (ToT) for Tech People პროგრამა, სადაც ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობისთვის 50 პროფესიონალი გადამზადდა. ისინი ამჟამად ტექპროფესიების სწავლებას სხვადასხვა აკადემიასა თუ უმაღლეს სასწავლებლებში TOT-ზე ათვისებული პრაქტიკების გამოყენებით აგრძელებენ.

პროექტის პირველ ეტაპზე ასევე ჩატარდა iOS Bootcamp, სადაც 5 თვიანი ინტენსიური სწავლების შედეგად 30-მდე მონაწილემ საბაზისო დონიდან შეისწავლა iOS Development-ი. თავიანთი შექმნილი iOS აპლიკაციებით დემო დღეზე წარდგნენ დამსაქმებლების წინაშე, აქვე მიიღეს შეთავაზებები და რამდენიმე მათგანი უკვე საკუთარ კარიერას Junior iOS Developer-ის პოზიციაზე აგრძელებს ისეთ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორიცაა თიბისი, TNET, SPACE და სხვა.

პროექტის მნიშვნელოვანი მხარეა ისიც, რომ პროცესში ჩართულია 20-მდე ტექნოლოგიური კომპანია, დემო დღეზე მათ უკვე შეარჩიეს და სამომავლოდაც დაინტერესებულნი არიან ტექსპეციალისტების დასაქმებით.

„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ გრძელდება და ზაფხულში კვლავ გამოცხადდება რეგისტრაცია სრულად დაფინანსებულ 8 ტექნოლოგიურ მიმართულებაზე, სადაც დამატებით 350 სტუდენტი გაივლის ინტენსიურ გადამზადებას. მათი დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი კარიერა ტექნოლოგიურ სფეროში და დასაქმდნენ თიბისიში და მის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები