1 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საგაზაფხულო ბაზრობა 2024“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართება

„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს“(IWAG) ორგანიზებითა და „თეგეტა ჰოლდინგის“მხარდაჭერით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა„საგაზაფხულო ბაზრობა 2024“ გაიმართება. ღონისძიებას 14 აპრილს სასტუმრო „პარაგრაფი“ უმასპინძლებს.

 

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ადგილობრივი წარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია. მათ შორის, საგაზაფხულო თემატიკის ნაკეთობები, ხელნაკეთი სამკაულები, ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი და აქსესუარები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სრულად  მოხმარდება საქველმოქმედო პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების მხარდასაჭერად გადანაწილდება.წელს პროექტების მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობა იქნება.

 

„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ საზოგადოებაზე ზრუნვა კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, კომპანიისთვის პრიორიტეტულია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებშიც ადამიანები სასიკეთო ცვლილებებისთვის ერთიანდებიან და საზოგადოებრივ კეთილდღეობაში შეაქვთ წვლილი.  

 

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების  ხელმძღვანელი:„თეგეტას კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიაში საზოგადოებაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.საგაზაფხულო ბაზრობა თავისი შინაარსითგვაძლევს შესაძლებლობას, რომ რიგითმა მოქალაქეებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაში. სახალხო დაფინანსების მობილიზება, რა მიზანსაც ეს ღონისძიება ემსახურება, ქველმოქმედებისა და სასიკეთო ცვლილებებისთვის ადამიანების გაერთიანების შესანიშნავი შესაძლებლობაა.

მნიშვნელოვანია, რომ „თეგეტას“თანამშრომლებიც ჩაერთვებიან ღონისძიებაშიდა თავიანთი თანამონაწილეობით გარკვეულ წვლილს შეიტანენ ამ საქველმოქმედოპროექტში“.

 

წელს „საგაზაფხულო ბაზრობა“ ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ეწყობა. 1999 წლიდან „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო“ „ზამთრისსაქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვებს“ მართავს.პროექტების შერჩევითა და  მონიტორინგით კი სპეციალური საქველმოქმედო კომიტეტიადაკავებული.

 

ნანა დვალი, „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს დამფუძნებელი“: „უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაში ყოველთვის ჩართული იყო საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები. გასული წლის „ზამთრის ბაზრობაზე“ დაახლოებით 200 000 ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ამ თანხით ფინანსდება მიმდინარე სოციალური პროექტები. 

„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო“ მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1996 წელს და მხარს უჭერს საქართველოში სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებას. ორგანიზაციის პროექტები, ძირითადად, ორიენტირებულია ჯანმრთელობის, განათლების, ქალთა მხარდაჭერაზე,  ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრების პირობების  გაუმჯობესებაზე. მიმდინარე წელს დასაფინანსებელი პროექტების მთავარი მიმართულებაა „განათლება და სწავლება უკეთესი მომავლისთვის“.  

 

„საგაზაფხულო ბაზრობაზე“ მოსულ სტუმრებსსაინტერესო შეთავაზება ელოდებათ ტურიზმის, კულინარიის, ქართული ღვინისა და ყველის კომპანიებისგან. ბაზრობის მცირეწლოვან სტუმრებს კი სპეციალურად მათთვის შექმნილი საბავშვო  გასართობი კუთხე უმასპინძლებს. 

 

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები