1 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

,,დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და მისი დახრჩობა სცადა,"- ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტი

პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.


(ფოტო არ ასახავს რეალობას)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები