1 2 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

დააკავეს 3 პირი, რომლებიც იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენებით ახდენდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საამქროები, სადაც ახდენდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების “PERSIL”-ს, “ARIEL”-ს, „ABC”-ს, “TIDE”-ს, „BINGO”-ს, “OMO”-ს, „AMO”-ს და “SAVEX“-ს სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების გზით.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა მოცულობის, საერთო ჯამში 1 386 პაკეტი კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება, რომელთა საბაზრო ღირებულება 44 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები