1 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამას ველოდებოდი, მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, გადაადგილებები იგეგმება - კალაძე თანამშრომლების პროტესტზე

ეს ჩემთვის გასაგებია. ჩვენ გასულ კვირას, მერიაში რეორგანიზაცია გამოვაცხადეთ. კარგია, ეს თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ამ გზას ირჩევენ, მათი გადასაწყვეტია. მე ამას ველოდებოდი, რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, გადაადგილებები იგეგმება. არაფერი, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება.

ცნობისთვის, მერიის თანამშრომლების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები