1 7 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი

"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი", - ამის შესახებ პრემიერი, ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს და მოსახლეობას მორიგი რუსული პროპაგანდით მიმართავს.

"ასევე, 2028 წლის ბოლომდე, უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება, ეკონომიკური თვალსაზრისით, სათანადოდ მომზადებული რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას...", - დაამატა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები