1 7 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენე... გთხოვ, არა­სო­დეს შეგშურ­დეს, იცხოვ­რე შენი ცხოვ­რე­ბით. სა­უ­კე­თე­სო დედა გყავს და გთხოვ, რომ მას მი­ბა­ძო..." - მამა თეიმურაზის ემოციური წერილი ქალიშვილს

"ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)

"ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, სიტყვას ყველაზე დიდ საჩუქრად მივიჩნევ...

გჩუქნი ამ სიტყვებს, ჩემო მშვენიერო, როდესაც მე აღარ ვიქნები და შენს დაბადების დღის აღსანიშნავ ახალ წერილს ვეღარ წაიკითხავ, მაშინ შენ მაჩუქე ეს ძვირფასი საჩუქარი ღმერთის წინაშე და ამ საჩუქრით გამიხსენე.

გთხოვ, ეცადო, რომ უფრო მეტად მოუსმინო, ვიდრე ისაუბრო. ამით სხვის სიტყვასაც დააფასებ და საკუთარ სიტყვასაც ძალას შესძენ.

ეს ერთი წელი დიდი სიხარულით, სიწრფელით და სილაღით განვლე და იმედი მაქვს რომ მუდამ ასეთად დარჩები.სილაღით - ამ ცხოვრებისეული განსაცდელებით დაღლილ ადამიანის გულს სიხარულს მიანიჭებ (და იქნებ... იმ ერთმა ნაპერწკლად ანთებულმა სიხარულმა რამხელა ბედნიერის ცეცხლი დაანთოს მასში)...

სიწრფელით - ადამიანთა გულებს დააიმედებ და ამით შენ მათი ბედნიერებᲘთ იქნები ბედნიერი(არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე სხვისი სიხარულით გახარება).

რაც შეეხება სიხარულს... მწამს, რომ მწუხარების გაზიარება გეცოდინება. მაგრამ ეცადე სხვისი სიხარულით შენი ბედნიერება განამრავლო - ეს იქნება შენი დიდი ადამიანობის ბეჭედი და ცხოვრების სიხარული.

გთხოვ, არასოდეს შეგშურდეს...

იცხოვრე შენი ცხოვრებით.

შენ საუკეთესო დედა გყავს და კვლავ გთხოვ, რომ მას მიბაძო - დიდ სიყვარულს ისწავლი მისგან...

მიყვარხარ! და როგორც ყოველთვის ახლაც გეტყვი - უმიზეზოდ. გიყვარდეს უმიზეზოდ...

გილოცავ, ჩემო!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები