თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
|
სიახლე თიბისის ციფრულ ბანკში - ახალი საინვესტიციო პლატფორმის დახმარებით, თანხის დაბანდება და ინვესტირება სრულიად უფასოდ, საკომისიოს გარეშე შეგიძლია.
პლატფორმის შექმნასა და განვითარებაზე თიბისი კაპიტალმა იმუშავა.
ანგარიშის გახსნა ძალიან მარტივია. პირველ რიგში, განაახლე თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაცია, მიჰყევი ინსტრუქციას და შეიძინე 6 500-ზე მეტი ამერიკული კომპანიის აქციები და ფონდები ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. ინვესტირება 1$-ითაც კი შეგიძლია.
პლატფორმაზე ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტულ შემდეგ ინსტრუმენტებზე გექნება წვდომა:
ტექნიკური და ანალიტიკური ფუნქციებისა და საინვესტიციო აქტივების ფართო არჩევანის მიუხედავად, პლატფორმა მაქსიმალურად ინტუიციურია და შენს საჭიროებებზე მორგებული აქტივების შერჩევაში დაგეხმარება.
გახსენი საინვესტიციო ანგარიში და დასაჩუქრდი
თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო ანგარიშის გახსნის შემდეგ, თუ პირველ 5000 მომხმარებელს შორის მოხვდები, თიბისი კაპიტალის ანალიტიკოსების მიერ შედგენილი, 5$-ის ღირებულების დივერსიფიცირებული პორტფელით დასაჩუქრდები, რომელიც სწორი საინვესტიციო მიმართულების არჩევაში დაგეხმარება.
საინვესტიციო პლატფორმა შეზღუდვებისა და საკომისიოების გარეშე
მინიმალურ საინვესტიციო მოცულობასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ არსებობს - შეგიძლია 1$-იდან ერთი აქციის ნახევარი ან მეათედიც კი შეიძინო.
ანგარიშის გახსნა, თანხის ჩარიცხვა, ინვესტირების დაწყება, აქტივების ყიდვა-გაყიდვა და თანხის გატანა მომენტალურად და რაც მთავარია - უფასოდ, საკომისიოს გარეშე შეგიძლია.
მიიღე 3%-მდე სარგებელი დოლარში
სარგებელს საინვესტიციო ანგარიშზე თანხის უქმად გაჩერების შემთხვევაშიც კი მიიღებ. თუ ჯერ არ გაქვს გადაწყვეტილი, რომელ აქტივებში დააბანდო ინვესტიცია, შეგიძლია თანხა საინვესტიციო ანგარიშზე დროებით შეინახო და სანაცვლოდ, ამერიკულ დოლარში 3%-მდე წლიური სარგებელი დაგერიცხება.
ინვესტირებაში თიბისი კაპიტალის გუნდი დაგეხმარება
გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრაში, საინვესტიციო სტრატეგიის შერჩევაში და პორტფელის შედგენაში, თიბისი კაპიტალის გუნდი დაგეხმარება, რომელიც კონსულტაციასაც გაგიწევს და საინვესტიციო გზამკვლევებსაც გაგიზიარებს.
თუკი თიბისი კონცეპტ 360 ნაკრების მომხმარებელი ხარ, შესაძლებლობა გაქვს გაქვს პერსონალური საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებითაც ისარგებლო, რომელიც შენს საჭიროებებზე მორგებული პორტფელის შედგენაში დაგეხმარება. ასევე, ბაზარზე არსებულ ტენდენციებს გაგაცნობს და შენს ნებისმიერ ანალიტიკურ თუ ტექნიკურ დავალებას შეასრულებს.
მუდმივად განახლებადი ფუნქციონალი
თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმის განვითარება უწყვეტი პროცესია. სულ მალე ახალ საინვესტიციო პროდქუტებზე და ავტომატური დაზოგვის ფუნქციებზე გაგიჩნდება წვდომა.
„თანამედროვე სამყაროში, გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, დაზოგვის ტრადიციული მეთოდები აღარ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია მომხმარებლებს, მათ საჭიროებებზე მორგებული საინვესტიციო პლატფორმით, თანხის დაგროვებისა და დაბანდების ალტერნატიული შესაძლებლობა მივცეთ. თიბისი დღეს არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანიაა. ჩვენი მისიაა, რომ პროდუქტები, გადაწყვეტები და მომსახურება მაქსიმალურად გავაციფრულოთ და შედეგად, ადამიანების ცხოვრება კიდევ უფრო გავამარტივოთ. ამ მისიასთან სრულად თანხვედრაშია ციფრულ ბანკში ახალი საინვესტიციო პლატფორმა, რომლითაც მომხმარებლებს მსხვილი საერთაშორისო კომპანიების აქციებში, ობლიგაციებში, ფონდებსა და ძვირფას მეტალებში საკომისიოს გარეშე ინვესტირების საშუალებას ვაძლევთ“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
დაიწყე ინვესტირება დღესვე.
არ გადადო, დააბანდე.
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
კომენტარები