თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
|
Fendt, Valtra, Goldoni - Winexpo Georgia-ს მონაწილეებს წელს „თეგეტა აგრის“ პრემიუმ კლასის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. „ექსპოჯორჯიამ“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიებაში 8 ქვეყნის 200-ამდე კომპანია იყო ჩართული. საერთაშორისო გამოფენაში, ქართველ მწარმოებლებთან ერთად, ტექნოლოგიებისა და დამხმარე მასალების მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიებიც მონაწილეობდნენ. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის Tegeta Construction Equipment-ის ახალი მიმართულება „თეგეტა აგრი“ კი დამთვალიერებლის წინაშე სპეციალური ტექნიკით წარდგა.
„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2023 წლის ბოლოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულების განვითარება პრიორიტეტად აქცია. საქართველოსა და რეგიონში მაღალტექნოლოგიური სპეციალური ტექნიკის ხელმისაწვდომობა გაზარდა და ფერმერებისთვის საიმედო პარტნიორად იქცა.
გიორგი მარდალეიშვილი, „თეგეტა აგრის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულების განვითარების მენეჯერი: „Winexpo Georgia-ზე ჩვენი მონაწილეობის მიზანი იყო, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის და ასევე ღონისძიების ვიზიტორებისთვის რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენით არიან დაინტერესებული, პრემიუმ კლასის ბრენდები გაგვეცნო. საერთაშორისო გამოფენაზე წარვადგინეთ Goldoni-ს პრემიუმ ხაზის სავენახე და საბაღე ტექნიკა და ასევე დიდი ზომის, მაღალი სიმძლავრის ტრაქტორები. ვიზიტორების მხრიდან მაღალი იყო ინტერესი Fendt-ისა და Valtra-ს მიმართაც. ეს არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდები და მათი უპირატესობა სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებისთვის უკვე კარგად ცნობილია.
ბრენდებით, რომლებიც „თეგეტა აგრიში“ გავაერთიანეთ, ვპასუხობთ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თეორიულად შეიძლება იყოს საქართველოში. ჩვენი ასორტიმენტი ხელმისაწვდომია როგორც მაღალი, ისე საშუალო შემოსავლის მქონე ფერმერებისა და კომპანიებისთვის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა აგრი“ რეგიონში მიმართულების განვითარებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს “.
„თეგეტა აგრის“ მიერ Winexpo Georgia-ზე წარდგენილი ტექნიკა გამოირჩევა გამძლეობითა და მაღალი ხარისხით. Fendt-ის ტრაქტორები აღჭურვილია ძლიერი ძრავებით, მოწინავე გადაცემის სისტემებით და კარგად არის მორგებული ისეთ ამოცანებზე, როგორებიცაა ხვნა, ნიადაგის მომზადება, თესვა და სხვა. ტრაქტორები თავსებადია ტექნოლოგიებთან, რომლებიც გამოიყენება სასუქების, პესტიციდებისა და ჰერბიციდებისთვის. კომბაინები კი მაღალი წარმადობითა და სეპარაციის სისტემით გამოირჩევა. ეს ფუნქციები ქიმიური მოხმარების, გარემოზე ზემოქმედებისა და მოსავლის დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს.
Valtra-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მრავალფუნქციურობა. სხვადასხვა რელიეფზე ნავიგაციის უნარით, ეს ტრაქტორები ეფექტიანია კულტურების ფართო სპექტრის მოსაყვანად. ცნობილია ძლიერი ჰიდრავლიკური სისტემითაც და გამართულად, საიმედოდ მუშაობს. ასევე, მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებზეა მორგებული და დამატებითი მოწყობილობების სიმრავლით გამოირჩევა.
იტალიური Goldoni კი ცნობილია, როგორც სპეციალიზებული და პატარა, მრავალმხრივი ტრაქტორების მწარმოებელი. ამ ბრენდის ტექნიკა იდეალურად ერგება მცირე და საშუალო ზომის ფერმების საჭიროებებს.
WinExpo Georgia 2024-ის ფარგლებში, ღვინის ექსპორტის ფორუმიც გაიმართა, რომელიც ქართველი მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებაში დახმარებას ისახავდა მიზნად.
სამდღიანი ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა.
--
„თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიის, “Tegeta Construction Equipment”-ის ახალი მიმართულება, „თეგეტა აგრი” 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპული ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ მსხვილ აგროტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს როგორებიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor. „თეგეტა აგრის“ “Fendt”-ისა და “Valtra”-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულ კორპორაცია”AGCO”-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
კომენტარები