0 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წარმატებული მოდელები და მათი რჩეული მამაკაცები

ჩამოტვირთვა

ყველაზე ცნობილი და აღიარებული რუსი მოდელი ირინა შეიკია. იგი უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების ჩამონათვალშია. მისი რჩეული პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშ¬ტიანუ რონალდუა. წყვილმა ერთმანეთი სამოდელო სახლ "არმანის" გადაღებებზე გაიცნეს. კრიშტიანუმ რჩეულს ხელი უკვე სთხოვა და ქორწილი 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ იგეგმება. ჯგუფ "მარუნ 5"-ის სოლისტი ადამ ლევინი და "ვიქტორია სეკრეტის" ერთ-ერთი ყველაზე სე¬ქ¬სუალური მოდელი, ლე¬¬ონარდო დიკაპრიოს ყოფილი შეყვარებული ანა ვიალიცინა უკვე წელიწადია ერთმანეთს ხვდებიან. ამ ხნის გა¬ნმავლობაში მოდელი ჯგუფის ორ კლიპში გა¬დაიღეს, ერთობლივი ფო¬ტ¬ოსესიებიც ჰქონდათ, ბოლოს კი ადამი "ვი¬ქტორია სეკრეტის" ჩვ¬ე¬ნებაზეც გამოვიდა რჩ¬ეულთან ერთად. უკვე წელიწადზე მეტია ჯიმ კერი 23 წლის რუს სტუდენტ ანასტასია ვიტკინას ხვდება. ანა რამდენიმე წელია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობს, ჯიმიც სწორედ აქ გაიცნო. სავარაუდოდ, წყვილი მალე დაქორწინდება. ცნობილი ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა ესპანელ ენრიკე იგლესიასს მისი სიმღერის კლიპის გადაღებებზე შეხვდა. მას შემდეგ უკვე ათი წელი გავიდა და წყვილი კვლავ ერთად არის. ჰოლივუდელი მიკი რურკის რჩეული ანასტასია მაკარენკოა, რომელსაც "ციდან ჩამოსულ ანგელოზს" უწოდებს. მხოლოდ მასთან მიხვდა მიკი, რას ნიშნავს იყო ერთი ქალის ერთგული. სულ ცოტა ხნის წინ აგორდა სკანდალი "ფორმულა-1"-ის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს გარშემო, რომელმაც რუსი მოდელი ქსენია ჩუმიჩევა მოხიბლა. გოგონა ყოფილი "ვიცე-მის შვეიცარიაა", რუსი ემიგრანტია და ფერნანდო ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო. მრბოლელი ისე მოიხიბლა რუსი გოგონათი, რომ უკვე ცოლთან დაშორებაც გადაწყვიტა და ქსენიას გვერდიდან არ შორდება. მუსიკოს რო¬ნი ვუდისა და ახალგაზრდა რუსი ოფიციანტის კატია ივანოვას რომანს ლამის მთელი პლანეტა ადევნებდა თვალს. წყვილის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა. წყვილი კვლავ ერთადაა და თავს ბედნიერად გრძნობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები