0 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანჯელინა ჯოლის კლეოპატრას როლში გადაიღებენ

ჩამოტვირთვა

უკვე დიდი ხანია პრესაში ინფორმაციაგაჩნდა იმის შესახებ, რომ ანჯელინა ჯოლიმ შესაძლოა კლეოპატრას როლი მოირგოს. რამდენიმე დღის წინ MTV -თვის მიცემულ ინტერვიუში რეჟისორმა დევიდ ფინჩერმაეს ინფორმაცია დაადასტურა: ”ძალიან მინდა, ეს პროექტი ენჯისთან ერთად განვახორციელო - თქვა რეჟისორმა - მე არ ვაპირებ უბრალოდ ეპიკური დრამის გადაღებას, ამას ისედაც ბევრი აკეთებს. უკვე ათი წელია ამ ჟანრის ფილმები აღარ მაინტერესებს.” ახალი ფილმი მთავარი გმირის, კლეოპატრას სახეზე იქნება კონცენტრირებული. ამ ფილმით რეჟისორს, სურს მაყურებელს ძლევამოსილი დედოფლის ნამდვილი სახე დაანახოს , თუ რა კვალი დატოვა მან კაცობრიობის ისტორიაში. ფინჩერი კლეოპატრას,წარმოაჩენს როგორც სასტიკ მმართველსა და მხედართმთავარს, რომელსაც არაფერი აბრკოლებდა მიზნისაკენ მიმავალ გზაზე. ჯოლიმაც ეს ინფორმაცია თავის მხრივ დაადასტურა და თქვა, რომ ახალ პროექტზე ფინჩერთან ერთად მუშაობას აპირებს. სავარაუდოდ, სწორედ მშვენიერი ჯოლი შეასრულებს დედოფლის როლს ელაზაბეტ ტეილორის შემდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები