0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ ფეისბუქისგან საიტის საქმიანობის შესახებ დეტალურ ანგარიშს ითხოვს

ჩამოტვირთვა

აშშ-ს კონგრესმა სოციალურ ქსელ ფეისბუქისგან საიტის საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში მოითხოვა. კონგრესმენმა კლიფ სტერნსმა ფეისბუქის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს უკვე გაუგზავნა იმ შეკითხვების ჩამონათვალი, რომლებიც კონგრესს აიტნეტერესებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებას სურს გაიგოს უთვალთვალებს თუ არა ფეისბუქი საკუთარი მომხმარებლების ქმედებებს ინტერნეტში და იყენებს თუ არა მომხმარებელთა შესახებ საიტზე არსებულ ინფორმაციას. ექსპერტებს ყველაზე მეტად აეჭვბს ფეისბუქის ფუნქცია ლაიქი, რადგან გერმანიაში თვლიან, რომ ეს ინტერნეტში ფეისბუქის მომხმარებელთა გადაადგილების კონტროლის საუკეთესო საშუალებაა. სოციალური ქსელის ხელმძღვანელობა ყველა ბრალდებას უარყოფს. მათი განმარტებით, მომხმარებელთა შესახებ ინფორმაცია მათივე უსაფრთხოების მიზნით გროვდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები