0 8 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოქროსფერ-წითელი ოცნება 7 მილიონ ევროდ იყიდება

ჩამოტვირთვა

შვეიცარიელი ბიზნესმენი უელი ანლიკერი თავის სუპერ-ვტომობილს ყიდის. უელიმ Mercedes-ის ერთ-ერთი მოდელი უნიკალურ მანქანად აქცია. მის შექმნაზე 3.5 მლნ ევრო და 30 000 სამუშაო საათი დაიხარჯა. პროექტზე 35 სპეციალისტი მუშაობდა. მანქანას "წითელ-ოქროსფერი ოცნება" ჰქვია. მისი სალონი 24-კარატიანი ოქროს ქსოვილითაა გაფორმებული. გარდა ამისა, მანქანის ექსტერიერი - ფარები, კარების ხელსაკიდები და დისკები ასევე ოქროთია მოპირკეთებული. სულ სუპერავტომობილის გაფორმებისთვის 5 კგ ძვირფასი ლითონი დაიხარჯა. სუპერავტომობილს 5.4 ლიტრიანი ძრავი აქვს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ია. ანლიკერი თავის შედევრს "მინიმალურ" ფასად 7 მლნ ევროდ აფასებს. შვეიცარიელი ბიზნესმენის პრესსპიკერის განცხადებით, მანქანაზე დახარჯულ თანხასა და ძალისხმევას თუ გავითვალისწინებთ, მისი ფასი 10 მლნ ევროა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები