1 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავსტრალიაში ხანძარმა 30 სახლი დააზიანა

ჩამოტვირთვა

მასშტაბური ხანძარი ავსტრალიაში. ცეცხლმა მარგარეტ რივერის რეგიონში 30 სახლი დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვითარება კონტროლს არ ექვედებარება. სტიქიის ზონაში 400 მეხანძრე და სპეცტექნიკაა მობილიზებული. ათობით ადამიანი ევაკუირებულია. ყველა მათგანი დროებით საცხოვრებლებში გადაანაწილეს. ალი უკვე 4 ათას ჰექტარზეა მოდებული. სტიქიის გამო მარგარეტ რივერში დახურულია სკოლები, გადაკეტილია გზებიც. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი სიცხე უწყობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები