1 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თაღლითი ოფიციანტები კლინეტებს ძარცვავდნენ

ჩამოტვირთვა

ამერიკელმა სამართალდამცავებმა ოფიციანტებისგან დაკომპლექტებული დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს. 28-კაციანი დაჯგუფების წევრები ნიუ იორკის ძვირადღირებულ რესტორნებსა და ბარებში მუშაობდნენ და კლიენტებს ძარცვავდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები კლიენტების საკრედიტო ბარათების მონაცემებს სპეციალურ აპარატში ტვირთავდნენ, რის შემდეგაც ყალბ საკრედიტო ბარათებსა და ნამდვილი ბარათის მფლობელის სახელითა და საკუთარი ფოტოსურათით პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ამზადებდნენ. აღნიშნული დოკუმენტების საშუალებით თაღლითი ოფიციანტები ძვირადღირებულ საიუვილერო საქონელს, ტექნიკასა და ტანსაცმელს ყიდულობდნენ. ამ გზით მათ მილიონობით ამერიკული დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინეს. ნიუორკის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თაღლითობისა და ფულის გამოძალვის ბრალდება დაკავებულებს უკვე წაუყენეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები