1 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბრედლი კუპერი - წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი

ჩამოტვირთვა

ამერიკულმა ჟურნალმა People-მა 2011 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგის სათავეში ჰოლოვუდის ვარსკვლავი ბრედლი კუპერია. "მოხარული ვარ, რომ ამ ტიტულის მოპოვება ისეთ მამაკაცსაც შეუძლია, რომელიც ფოტომოდელივით არ გამოყურება", - განაცხადა 36 წლის მსახიობმა. ბრედლი კუპერმა სახელი გაითქვა ფილმით "წვეულება ვეგასში". რეიტინგის მეორე ადგილი 21 წლის ავსტრალიელმა მსახიობმა ლიამ ჰემსვორტმა დაიკავა, მესამე კი - 39 წლის ბრიტანელმა კინოვარსკვლავმა იდრის ელბამ. გარდა ამისა, სექსუალური მამაკაცების სიაში მოხვდნენ მსახიობები, კრის ევანსი, რაიან გოსლინგი, ალეკ ბოლდუინი, ასევე ქანთრის მომღერალი ტიმ მაკგრო და სხვები. წინა წლებში ყველაზე სექსუალურ მამაკაცებად ჯონი დეპი, ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი იყვნენ დასახელებულნი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები