1 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ჩამოტვირთვა

სკანდალური ბერლუსკონის შემდეგ მონტი. იტალიას ახალი პრემიერი ჰყავს. ქვეყნის პრეზიდენტმა ახალი მთავრობის ფორმირება სენატორ მარიო მონტის დაავალა. 68 წლის სენატორის კანდიდატურა მთელი დღის პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. ნდობა მას "ჩრდილოეთის ლიგის" გარდა, იტალიაში მოქმედმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გამოუცხადა. მონტის მთავრობის მთავარი მისია ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური ზომების განხორციელება იქნება. 12 მინისტრის ვინაობას მონტი, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს. ქვეყანაში ახალი პრემიერის დანიშვნას უკვე გამოეხმაურნენ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მომხდარი ევროზონაში სიმშვიდის პერიოდის დაწყებისთვის აუცილებელ ნაბიჯად შეაფასა. საკუთარ გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარი სილვიო ბერლუსკონიმაც გააკეთა და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ მის გადაწყვეტილებას იტალიაში სიხარულით შეხვდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები