1 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართება

ჩამოტვირთვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართება. როგორც სააგენტო "რესი" იუწყება, ამის შესახებ დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ, განაცხადა. მეორე ტურის ჩატარება დე-ფაქტო კომისიის მიერ წინასწარი შედეგების გამცხადების შემდეგ გადაწყდა. ამ მონაცემებით, პირველ ტურში ანატოლი ბიბილოვი 25,44%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 25,37%-ით ალა ჯიოევაა. მეორე ტურში სწორედ ეს კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ რეფერენდუმზე კი კითხვას დადებითი პასუხი 83,99%-მა გასცა, ხოლო ამომრჩევლების 16,1% ე.წ. სამხრეთ ოსეთში მეორე სახელმწიფო ენად რუსული ენის გამოცხადების წინააღმდეგია. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბერს გაიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები