1 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსკოვმა რუსეთის ტერიტორიიდან 100 ტაჯიკი მიგრანტი გააძევა

ჩამოტვირთვა

როგორც "რია ნოვოსტი" რუსეთის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, "ეს აქცია მოსკოვის იმ ასიმეტრიული პასუხის ნაწილია, რომელიც ტაჯიკეთში რუსი პილოტის ვლადიმერ სადოვნიჩისთვის გამოტანილ განაჩენს უკავშირდება". 10 ნოემბერს მოსკოვში მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო ტაჯიკეთის 134 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც შესაძლოა, ქვეყნიდან გააძევონ. პილოტები ვლადიმერ სადოვნიჩი და ალექსეი რუდენკო 8 ნოემბერს გაასამართლეს და თავისუფლების 8,5 წლით აღკვეთა მიუსაჯეს სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სადოვნიჩი რუსეთის მოქალაქეა, რუდენკო კი - ესტონეთის. მფრინავებს ტაჯიკეთის ტერიტორიაზე არასანქცირებულ ფრენასა და კონტრაბანდაში ედებათ ბრალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები