1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

17 წლის ჯასტინ ბიბერს მამობას აბრალებენ

ჩამოტვირთვა

თინეიჯერ პოპ-ვარსკლავ ჯასტინ ბიბერს, რომელიც ჯერ 17 წლისაა, შესაძლოა, შვილი ყავდეს. ამის შესახებ ჯასტინის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, 20 წლის მარია იათერი საუბრობს. მან მომღერლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რის საფუძველზეც ბავშვის აღიარებასა და ალიმენტს ითხოვს. გოგონას განცხადებით, ინტიმური კავშირი მასა და მომღერალს გასული წლის 25 ოქტომბერს, ჯასტინის ლოს-ანჯელესში გამართული კონცერტის შემდეგ ჰქონდათ. მარიას თქმით, ეს ჯასტინისთვის პირველი სექსუალური კავშირი იყო, გოგონა ორსულად დარჩა და ახლა უკვე სამი თვის შვილი ჰყავს. იათერის თქმით, მან ჯასტინს უსაფრთხოების ზომების დაცვაც შესთავაზა, რაზეც მომღერალმა უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა ჯასტინ ბიბერის წარმომადგენელმა. მათი განცხადებით, ეს სიცრუეა და შეეცდებიან, მომღერალს ყველა ბრალდება აარიდონ. სასამართლო პროცესი 15 დეკემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები