1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთი ყველაზე კორუმპირებულია

ჩამოტვირთვა

მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის რუსეთი ყველაზე კორუმპირებულია. ასეთი შედეგი `ტრანსპარენს ინტერნეიშენალის` მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა. საერთაშორისო ორგანიზაციამ მსოფლიოს წამყვანი 28 ქვეყანა გამოიკვლია. ქვეყნები, რომლებსაც კორუფციის ყველაზე დაბალი დონე აქვთ, 10 ქულით შეფასდა, რუსეთმა კი რეიტინგში ყველაზე დაბალი - 6 ქულა მიიღო და ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. `ტრანსპარენს ინტერნეიშენალის` კვლევით ირკვევა, რომ რუსული კომპანიები ყველაზე მეტ ქრთამს იხდიან უცხოეთში მუშაობისთვის. უმაღლესი შეფასებები მიიღეს ჰოლანდიურმა და შვეიცარიულმა კომპანიებმა. შედარებით დაბალი შეფასება - ბელგიურმა, გერმანულმა და იაპონურმა კომპანიებმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები