1 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თვითმკველობის ორი შემთხვევა მოსკოვში

ჩამოტვირთვა

სუიციდის შემთხვევა მოსკოვში. 18 წლის ორი მოზარდი საცხოვრებელი სახლის მე–11 სართულიდან გადმოხტა. შედეგად, ერთ–ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორეს მდგომარეობა კი კრიტიკულია, მას სხვადასხვა სახის მოტეხილობები, თავის ქალის ტრავმა და შიდა ორგანოების დაზიანება აღენიშნება. ექიმები მის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ, 18 წლის ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. შემთხვევა გვიან ღამით, ოთხშაბათს, 2 საათზე, ოზერნოის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი და დაშავებული გამვლელმა შემთხვევით შეამჩნია. როგორც ცნობილია, აღნიშნული პირები სამედიცინო უნივერსტიტეტის სტუდენტები იყვნენ. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ არც ერთი მათგანი არ ცხოვრობდა იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც შემთხვევა მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ისინი ამ ტერიტორიაზე სეირნობისას შეამჩნიეს. როგორც ჩანს, ახალგაზრდებმა მაღალსართულიანი შენობა განზრახ აირჩიეს. ჯერ–ჯერობით უცნობია თვითმკვლელობის მოტივი. სამართალდამცველების თქმით, იმავე სადარბაზოში, კიბეებზე ლუდის ბოთლებია აღმოჩენილი. მიმდინარეობს გამოძიება. ეს ბოლო კვირის მანძილზე, სუციდის მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა სანკ–პეტერბურგშიც, სადაც თვითმკველობით ცხოვრება ორმა სკოლის მოსაწავლემ დაასრულა. ახალგაზრდებმა წერილი დატოვეს, სადაც მიზეზად უიღბლო სიყვარული დაასახელეს. ამავე წლის აპრილში, ამავე მიზეზით, 25 და 24 წლის ახალგაზრდებმა თავი ტოკსიკური აირით მოიწამლეს. ასეთივე შემზარავი ტრაგედია მოსკოვში გასულ თვეში კიდევ 8 ჯერ დაფიქსირდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები