0 7 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა, ხოლო 53% აცხადებს, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგია.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, გასული თვეების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და COVID 19-ის გავლენა ეკონომიკაზე კვლავ მოქალაქეების ყურადღების ცენტრშია. მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა (13%) ან ხელფასი/შემოსავალი შეუმცირდა (12%), ხოლო უმრავლესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს.

პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად საცალო ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და სარესტორნო სფეროებში დასაქმებული მოქალაქეები დაზარალდნენ. მოქალაქეების 50% მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური გეგმა ეფექტურია, ხოლო მათი ნახევარი, ვინც პანდემიის პერიოდში მთავრობისგან რაიმე სახის ფინანსურ დახმარება მიიღო, ამბობს, რომ ეს დახმარება საკმარისია.

მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი. მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები (42%) აფასებს და მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა, ხოლო 53% აცხადებს, რომ არ აიცრებოდა.

ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

ისინი ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48 პროცენტი) და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20%).

მოქალაქეები COVID 19-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან (60%) ან ინტერნეტით (35%) იღებენ, ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, სამედიცინო სფეროს მუშაკებსა (74%) და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (68%) გამოარჩევენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები