1 0 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს – ილია II

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაბადების დღის მილოცვისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.

„მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც ინტრონიზაციის, ისე დაბადების დღის მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია – ძალისამებრ ჩემისა, ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში“, – ამბობს პატრიარქი.

ილია II გუშინ 88 წლის გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები