0 9 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

87 წლის ასაკში ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ Facebook-ზე დაწერა.

"ჩევენი გაბუს და ჩვენი დათას, და ქართული ჟურნალისტიკის დედა გარდაიცვალა. 

დიდი ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის 💔 RIP 💔 "- წერს გვარამია. 

1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით, აგრეთვე თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს.

1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: „ყვავილი თოვლზე“, „თოჯინები იცინიან“, „პაპა გიგია“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და ტელეფილმში „მზე ჭიქაში“.

1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი („რედაქციაში წერილი მოვიდა“, „ცარიელ დარბაზში“, „სპექტაკლის შემდეგ“, „სტუდია-5“, „ჩვენი მისამართია“ და სხვ.). მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა. ტელეჟურნალისტი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები