1 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი გარდაიცვალა

2 დეკემბერს კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

ინფორმაციას “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს და მამა დავითის გარდაცვალების გამო, გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

“გუშინ, 2020 წლის 2 დეკემბერს, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაიცვალა თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (ელიავაზე მდებარე) მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე. მწუხარებას გამოვთქვამთ მამა დავითის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.“– ნათქვამია ინფორმაციაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები