1 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს. 

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევას ყურადღებით შეისწავლის. 

"ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მედიასაშუალებებით იმდენი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არის ამ განცხადებაში, რომ ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს, როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური, იმ მონაცემების საფუძველზე, რაც ააქამდეგვქონდა. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები