1 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა - აშშ-ის მოკავშირეები კი გადაწყვეტილებას გმობენ

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად საგანგებო მიმართვის დროს აღიარა და მის ამ ნაბიჯს ისრაელმა ისტორიული უწოდა.

იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას კი  შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირეები გმობენ. საუდის არაბეთმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების თაობაზე კი თურქეთის ქალაქებში პროტესტი მოჰყვა. ასობით მოქალაქე ანკარაში, სტამბოლსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოვიდა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო. მანიფესტანტებმა აშშ-ს საკონსულოსთან ისრაელის დროშა დაწყვეს. აქციის მონაწილეები ანტიამერიკულ და პალესტინის მხარდასაჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

  ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა  თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.  საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების ნაბიჯს მხარს არ უჭერენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ კი, მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა. 

 8 დეკემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭო აშშ-ს მიერ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე სხდომას გამართავს. 

  სხდომის გამართვა მოითხოვეს უშიშროების საბჭოს წევრებმა: ბოლივიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ეგვიპტემ, იტალიამ, სენეგალმა, ურუგვაიმ, საფრანგეთმა და შვედეთმა. სხდომაზე ანგარიშით გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში გამოვა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გუშინ განაცხადა, რომ იერუსალიმის სტატუსის შესახებ საკითხი მხოლოდ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები