1 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

„მონა ლიზას“ ასლი, რომელიც დავინჩის ნახატის პარალელურად იქმნებოდა

ჩამოტვირთვა

ლეონარდო დავინჩის არცერთ ნახატში არ არის ისეთი სივრცის სიღრმე, როგორც მონა ლიზაში. ამ პორტრეტმა მსოფლიო აღიარება უნიკალური შესრულების გამო მოიპოვა, რაც მხატვრობის მოყვარულებს აოცებს. ნახატს წლების განმავლობაში შეისწავლიდნენ ისტორიკოსები და ამ პორტრეტის უამრავი ასლი იქმნებოდა. მონა ლიზა საიმედოდაა დაცული ლუვრში. აღმოჩნდა, რომ მისი ასლი პრადას მუზეუმშიც არის წარმოდგენილი, რომელიც იმავე დროსა და იმავე ადგილას არის დამუშავებული, როდესაც თვით ლეონარდო დავინჩის ორიგინალი მის მიერვე იქმნებოდა. სურათი კარგა ხანია საზოგადოების ყურადღებას იქცევს. როგორც პრადას მუზეუმის თანამშრომლები აცხადებენ, ორიგინალ სურათთან მსგავსება მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც რესტავრაცია ჩაუტარეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს პორტრეტი ლეონარდო დავინჩის ნამუშევრის პარალელურად იქმნებოდა. ასლის ავტორი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ამ პორტრეტზე ლეონარდო დავინჩის თითის ანაბეჭდები არ ფიქსირდება. მონა ლიზას ორივე პორტრეტის შედარება შესაძლებელი მხოლოდ მარტში გახდება. მადრიდისა და პარიზის მუზეუმები ლუვრში ერთობლივ გამოფენაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები